შს მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანლებთან სამუშაო თათბირი გამართა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანლებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სტრუქტურული და ფუნქციური გაუმჯობესების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის არეალი. დეპარტამენტში უკვე გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები.

ვახტანგ გომელაურმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანლებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები