ლევან თოფაძის მამა: ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე, ჟვანიას რატომ ემუქრება პატიმრობა, ვერ გეტყვით, გამოიძიებენ
“ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე, ჟვანიას რატომ ემუქრება პატიმრობა, ვერ გეტყვით”, , ამის შესახებ ლევან თოფაძის მამამ, ირაკლი თოფაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
“გადასარევად არის, უკეთ. კვლევა მიდის. ჟვანიას რატომ ემუქრება პატიმრობა, ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით ვერაფერს. იმიტომ არ ვადანაშაულებ, რომ იქნებ არ არის დამნაშავე, მაგას გამოიძიებენ და გამომძიებლებს ჰკითხეთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე და ახლა გამომძიებლებში ვირბენდი? ჯერ შვილის გადარჩენაზე დავდივარ”, – აცხადებს ლევან თოფაძის მამა.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.