ხათუნა ლაგაზიძე: “ნაციონალებს” მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის განმტკიცება სჭირდებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური ძალებისთვის პოლიტიკაში ან საკმარისი სივრცე არ არის ან – ამომრჩეველი
“სააკაშვილმა თავის სეგმენტი მოხაზა, დანარჩენებმა იმუშაონ ჩამოუყალიბებელი, ფრუსტრირებული, შუაშისტი ამომრჩევლის ხმებზე, რომლის წილი საპროტესტო ელექტორატში ლამის “ნაციონალების” წილს უტოლდება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “ნაციონალებს” თავიანთი, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის განმტკიცება სჭირდებათ.
“სააკაშვილმა თავის სეგმენტი მოხაზა, დანარჩენებმა იმუშაონ ჩამოუყალიბებელი, ფრუსტრირებული, შუაშისტი ამომრჩევლის ხმებზე, რომლის წილი საპროტესტო ელექტორატში ლამის “ნაციონალების” წილს უტოლდება, თუ მეტი არ არის. “ნაციონალებს” თავიანთი, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის განმტკიცება სჭირდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური ძალებისთვის პოლიტიკაში ან საკმარისი სივრცე არ არის ან ამომრჩეველი, პირიქით, საკმარისზე მეტია. აბა, საკუთარ ადგილს რომ ფიანდაზად სხვას დაუთმობდნენ, ამას ვინმე ელოდა?!”, – წერს ლაგაზიძე.