საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.