გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატი: ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
“ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია არის ის, რომ ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო”, – ამის შესახებ ბიზნესმენ გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, როგორც მან იცის, ბიზნესმენის შვილიშვილს ჭრილობა ფილტვისა და კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
„ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია არის ის, რომ მისი ჯანმრთელობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია, თუმცა იყო მძიმე. რა ვითარებაში დაჭრეს და საქმის სხვა გარემოებების შესახებ ამ მომენტისთვის ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია. როგორც ვიცი, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა ფილტვის არეში და კისერში”,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს.