ახალქალაქში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან 45 წლამდე კაცი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო, რა დროსაც დენმა დაარტყა. გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები