კოჯორში თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის დროშის გადაბარების ღონისძიება გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო დროშა დღეს ახალ მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურს კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში სიმბოლურად გადაეცა. მას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობრივი უფლებამოსილება წინამორბედმა, კობა ცირეკიძემ გადააბარა.

მთავარ სერჟანტს საბრძოლო დროშის გადაბარება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი თავდაცვის ძალების ის ხერხემალია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინის, გაწვრთნისა და საბრძოლო მოტივაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. გიორგი გოგოჭურს ახალი თანამდებობა მიულოცა  თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

გიორგი გოგოჭურმა თავდაცვის ძალებში მსახური 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურით დაიწყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ოცეულის, ასეულის, ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტის პოზიციებს, ასევე, იყო JTEC-ისა და აღმოსავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები