ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ღლონტი სასამართლო სხდომას ესწრებოდა, თუმცა დარბაზი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7 დან 15 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები