ტექნოპარკში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის რეგიონული ღონისძიება გაიმართა
ტექნოპარკში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის – Startup World Cup-ის რეგიონული ღონისძიება – Black Sea and Beyond Regional Competition გაიმართა, რომელსაც Startup Connect-ი GITA – სა და “თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერთან” ერთად წარმოადგენს.
შეჯიბრს საერთაშორისო ჟიური ხელმძღვანლობდა. მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა – Phubber-მა დაიკავა, II ადგილი – Izibac-მ, რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი – Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის – 1,000.000 დოლარის მოსაგებად.