ლერი სულაბერიძეს განზრახ მკვლელობის მოტივით ესროლეს – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა დღეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ი.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების  7 დან 15 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები