აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში “კოვიდ-19”-ის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 31 560 დადასტურებული შემთხვევაა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსს ბოლო ერთ დღეში სამი პირი ემსხვერპლა, ჯამურად, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 441-ს მიაღწია.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 25 168-მა პირმა შეძლო, 5 951 მკურნალობას აგრძელებს.