კრემლი კმაყოფილია, რომ ევროპას აშშ-ის ჯარის ნაწილი ტოვებს

რუსეთი ვაშინგტონისა და ბერლინის ურთიერთობებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა მოსკოვს არასდროს დაუმალავს, რომ რაც უფრო ნაკლებია ევროპის კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი, მით უფრო მშვიდად იქნება ევროპა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ეს აშშ-ის შიდა საქმეა, ასევე, ვაშინგტონისა და ბერლინის ორმხრივი ურთიერთობის საკითხი. არ ვაპირებთ ამ ურთიერთობაში ჩარევას ან მათ კომენტირებისას. არასდროს დაგვიმალავს, რომ რაც უფრო ნაკლებია ევროპის კონტინენტზე ამერიკელი სამხედრო, მით უფრო სიმშვიდეა ევროპაში. ჩვენი ეს პოზიცია კარგად არის ცნობილი, მით უმეტეს, “ცივი ომის” დროინდელი დაპირისპირების დასრულების შემდეგ, რეალური საფრთხე ან საშიშროება არ არსებობს, ეფემერული საფრთხეების გამოგონება, რამდენიც გინდათ, შეიძლება”, – თქვა პესკოვმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ აშშ გერმანიიდან თითქმის 12 ათასს სამხედროს გაიყვანს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ადრე იყო გაცხადებული.

გაირკვა, რომ 6 400-მდე სამხედრო დაბრუნდება სახლში, 5 600-მდე კი გადანაწილდება ევროპის ქვეყნებზე. მაგალითად, იტალიასა და ბელგიაში. ნაწილი, სავარაუდოდ, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე განაწილდება.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა, მარკ ესპერმა განაცხადა, როტაციის მთავარი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება შავ ზღვასთან უშუალო სიახლოვეში.

თუმცა, დონადლ ტრამპმა გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის მიზეზად დაასახელა ის, რომ ბერლინი ნატო-ს მიმართ ვალდებულებებს არ ასრულებს, კერძოდ, ალიანსის დაფინანსების ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები