დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო, მისი საინვესტიციო პოლიტიკა ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მომხიბვლელი საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტიციებისთვის

„პირველ ყოვლისა, ანაკლიის პროექტის განხორციელების მსურველი ქართული სახელმწიფო საქართველოა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო, მისი საინვესტიციო პოლიტიკა ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტიციებისთვის მომხიბვლელი იყოს.

„პირველ ყოვლისა, ანაკლიის პროექტის განხორციელების მსურველი ქართული სახელმწიფო საქართველოა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. საზოგადოებას დეტალები კარგად ახსოვს, კერძოდ, სახელმწიფოსა და კონსორციუმს, სახელმწიფოსა და ხაზარაძეს შორის ურთიერთობის, როცა ვადის გადაწევა არაერთხელ მოხდა, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიციები სწორედ მამუკა ხაზარაძესა და კონსორციუმს უნდა განეხორციელებინათ. თავის მხრივ, სახელმწიფომ მის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა, კონსორციუმმა კი ვალდებულებები დაარღვია. სახელმწიფო, მისი საინვესტიციო პოლიტიკა ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მომხიბვლელი საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტიციებისთვის. რაიმე სახის პროვოკაციული დავა გავლენას ამაზე ვერ მოახდენს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები