მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ხოლო ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

“კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან – სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ორზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმითვე, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ​პაციენტი მკურნალობს.

“კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს.

5 ახალი შემთხვევიდან – სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ორზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს – 42 პაციენტი გვყავს. მძიმე პაციენტები არ გვყავს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები