ინფექციონისტი: თუ პირბადე ადეკვატურადაა გამოყენებული, ხშირად იცვლება, ყველას სწორად უკეთია, კორონავირუსის გადაცემის რისკი მინიმუმამდე დადის

“თუ პირბადე ადეკვატურადაა გამოყენებული, სუფთაა, ხშირად იცვლება, ყველას სწორად უკეთია, კორონავირუსის გადაცემის რისკი, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დადის. შეიძლება ითქვას, ნულისკენ მიისწრაფვის”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაია ბუწაშვილი იმ მოქალაქეების გამოეხმაურა, რომლებიც დახურულ სივრცეში, განსაკუთრებით კი ტრანსპორტში პირბადის ტარებას აპროტესტებენ.

„პირბადის ტარება ძალიან გართულდა სიცხესთან ერთად. ვინც პრეტენზიას გამოთქვამს, იმ ადამიანებს შეიძლება, გავუგოთ იმიტომ, რომ ეს სერიოზული დისკომფორტია. მაგრამ მათ უნდა იფიქრონ იმაზე, რა დგას სასწორის მეორე მხარეს. დახურულ სივრცეში ვირუსის გადაცემა, განსაკუთრებით კი ტრანსპორტში, ძალიან რეალური და ადვილია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება დისკომფორტს იწვევს, მოქალაქეებს მოუწევთ დახურულ სივრცეებში მისი მოხმარება იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ტრანსპორტში დისტანცირების დაცვა ძალიან რთულია. თავის დაცვის ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე და ეს ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალსიწინონ, გაგებით მოეკიდონ. ეს მათი ჯანმრთელობისთვისაა.

თუ პირბადე კარგია, ადეკვატურადაა გამოყენებული, სუფთაა, ხშირად იცვლება, თუ ყველას სწორად უკეთია, ვირუსის გადაცემის რისკი, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დადის. შეიძლება ითქვას, ნულისკენ მიისწრაფვის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები