კახეთში სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მიმდინარეობს

კახეთში 15 ივლისს მომხდარი სტიქიის დროს მოსახლეობას, რომელთაც საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაუზიანდათ, მთავრობისგან ფინანსური რესურსი გამოეყოთ.

დაზარალებულები მოსახლეობისთვის, ამ ეტაპზე, სახურავების გადახურვის პროცესი მიმდინარეობს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს სოფელ კონდოლში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

“სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად, დაახლოებით, 150 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. აღნიშნულ სოფელში არსებობდა ძველი გადახურვები  “შიფერით” და ამიტომ მიმდინარეობს თითქმის 90 % დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისათვის, სახურავების სრული ამოცვლა. ძველი სახურავების რესურსი მთლიანად იყო ამოწურული, ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული  “შიფერის” გამოყენება. აქ გამოყენებული სამშენებლო მასალა, თუნუქი არის ძალიან ხარისხიანი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს მასშტაბური სამუშაოები  სოფელ კონდოლში დასრულდება, აქ მცხოვრები მოსახლეობა მრავალი ათეული წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება მყარად დაფარებული ჭერით. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება ყველა იმ სოფელში, რომელიც სტიქიის შედეგად იქნა დაზიანებული როგორც თელავის მუნიციპალიტეტში, ასევე – ყვარლის მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 ივლისს კახეთის რეგიონში სტიქიის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, სასოფლო -სამეურნეო სავარგულები და ვენახებიც დაისეტყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები