გორის მერიის დაფინანსებით, შშმ ვეტერანები ურეკში დაისვენებენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი ზღვისპირა კურორტ ურეკში დასვენება-რეაბილიტაციის კურსზე გაემგზვრა.

კურსი 10 დღეს მოიცავს და გორის მერიისა და და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით სრულად ფარავს მგზავრობის, განთავსებისა და რეაბილიტაციის კურსის თანხებს.

ვეტერანები გამგზავრებისას გორის მუნიციპალიტეტის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილე პაატა ივანიშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა – დავით ჩიხრაძემ გააცილეს.

გორის მერია მესამე წელია, 8 000 ლარით აფინანსებს შშმ ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის კურსებს საზღვაო კურორტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები