ხობის მერი ყულევში სკოლის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, განხორციელდება სახურავის სრული რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აშენდება პანდუსი და მოეწყობა სველი წერტილები. სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია გაეცნო. პროექტის ღირებულება 105 000 ლარამდეა. პარალელურად, ქვემო ქვალონში შენდება ერთი სკოლა, ხოლო ორ სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია ხობის 7 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები