მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების, დაახლოებით, 50 პროცენტი შემოტანილია
“კორონავირუსის ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის, დაახლოებით, 50 პროცენტი შემოტანილია, დანარჩენი ადგილობრივი წყაროებია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეგულაციების დაცვა კვლავ აუცილებელია. “ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის, დაახლოებით, 50 პროცენტი მაინც შემოტანილია, დანარჩენი ადგილობრივი წყაროებია. რაოდენობის მატება ასეთი თვალსაჩინო არ არის დადასტურებული შემთხვევებისა. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი დადასტურებული შემთხვევა ერთი იქნება თუ 10, რადგან კოვიდინფექცია არსად წასულა. ეს დაავადება, ალბათ, ჩვენთან ერთად არსებობას გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები. დისტანცია დავიცვათ, პირბადეები ვატაროთ, თავშეყრის ადგილებს უნდა ვერიდოთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.