პაატა იმნაძე: დავით სერგეენკო რა შუაშია, ინფექციური როდის გაიყიდა, არ იცით?!

„დავით სერგეენკო რა შუაშია! ინფექციური როდის გაიყიდა, არ იცით?!”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ინფექციური საავადმყოფოს შენობისა და ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„დავით სერგეენკო რა შუაშია! ინფექციური როდის გაიყიდა, არ იცით?! ამაზე თავის დროზე თავად სერგეენკოს აქვს პასუხი გაცემული”, – აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობისა და ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში მწვავე რიტორიკა ჰქონდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები