კელი დეგნანი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი

“საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო კომუნიკაციას.

ელჩის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი.

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს, რაც გვაქვს კიდეც სხვადასხვა არხის საშუალებით.

რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს. ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები