„ისეთ ადამიანებზე გავაკეთებთ აქცენტს, ვინც არ ყოფილა ხელისუფლებაში, ვინც პოლიტიკურად გაკოტრებული არაა“ – „მომავალი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პარტია „მომავალი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ლაღიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
„პარტია „მომავალმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური ვითარებაა და საჭიროა ცვლილებები. ეს საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა. ჩვენ გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს რეგიონებში. გვაქვს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ და ამ პროგრამას მოსახლეობამდე მივიტანთ.
ფაქტი ერთია, რომ დღეს ძალიან ცუდი ვითარებაა პოლიტიკური თვალსაზრისით. არის ორი პოლიტიკური პოლუსი, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც, სამწუხაროდ, იშლება და ამის ნიშნები სახეზეა. დღეს პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოახერხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში იყვნენ ახალი სახეები. ჩვენ ისეთ ადამიანებზე გავაკეთებთ აქცენტს, ვინც არ ყოფილა ხელისუფლებაში, არ არის პოლიტიკურად გაკოტრებული და აქვს კარგი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან“, – განაცხადა ლაღიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები