NDI: გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რწმენამ რელიგიის მორწმუნეები ინფიცირებისგან დაიცვა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე – რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას – “რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან”, – გამოკითხული მოქალაქეების 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რწმენამ მათი რელიგიის მორწმუნეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაიცვა. ამ მოსაზრებას 38% არ ეთანხმება. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 9 პროცენტმა.

მართლმადიდებლების მხოლოდ 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 22% ფიქრობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა, 13 პროცენტი თვლის რომ კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები