NDI: გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ კორონავირუსის დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია, 17% მიიჩნევს, რომ გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას – 18%.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები