NDI: გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელო ლუგარის ლაბორატორია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 73 პროცენტი მიიჩნევს, ძალიან მნიშვნელოვანია, 25 პროცენტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა ორმა პროცენტმა არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 66 პროცენტი მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას. ოთხი პროცენტი ფიქრობს, რომ ლაბორატორია ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, არცერთ მოსაზრებას  ეთანხმება გამოკითხულთა რვა პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 17 პროცენტმა, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არ სმენია 6 პროცენტს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები