მიმდინარე წელს თერჯოლაში 108 პროექტის განხორციელებისთვის 690 000 ლარი დაიხარჯება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე წელს 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული.

მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მიმდინარე წელს 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ დავით გოგბერაშვილთან ერთად საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – დელტასუბანში, გზის ბეტონით მოწყობის სამუშოები დაათვალიერა, რომელსაც, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” ახორციელებს.

საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 84 ათასი ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები