სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟო სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

“სოფელ გვიმბალაურში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამურად, 13,5 კილომეტრი. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს, აგვისტოს თვეში დასრულდება”, – ნათქვამია ,,საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები