გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მაია ოშხარელმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ კი ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს. ერთერთმა ბრალდებულმა, ირაკლი წაქაძემ კი განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები