ნინოწმინდაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ინფარქტი განუვითარდა და მანქანაც ამის შემდეგ გადატრიალდა.

როგორც თვითმხილველები „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებენ, მანქანაში გარდაცვლილის შვიდი წლის შვილიშვილიც იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, არასრულწლოვანი არ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები