დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერი და სტადიონი მოეწყო

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა.
სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა გახსნეს.
შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ღია ტიპის, კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო.
512470 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

როგორც „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა, ორი სოფლის მოსახლეობა მრავალი წელია, აღნიშნული სკვერის მოწყობას ითხოვდა.

„26 ივლის აღვნიშნავთ დმანისობის დღესასწაულს. მინდა, მივულოცო თითოულ დმანისელსა და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია. სიმბოლურია, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიების გამო ვერ შევძელით მასშტაბური ღონისძიები გამართვა. ვარდისუბნელებისა და დიდი დმანისელებისთვის მნიშვნელოვანი იყო სარეკრიაციო სივცის შექმნა და მინისტადიონის მოწყობა. დაახლოებით, 20 წელია, რაც მოითხოვენ, რომ ეს სივრცე შექმნილიყო და 2019 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნები და შეიქმნა ეს უნიკალური სკვერი“, – განაცხადა დმანისის მერმა.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მინიფეხბურთში. ტურნირი მიეძღვნა „ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ ყოფილი აღსაზრდელის, ავთანდილ აფრასიძის ხსოვნას.

აქტივობას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, სოფელ დიდი დმანისისა და ვარდისუბნის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები