მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 არის იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს.
“ქვეყანაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.
6 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრს – ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, ისიც შემოტანილი შემთხვევაა და 41 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, მათი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა, სტაბილურია და მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.