ყარაჯალარში დაინფიცირებული 10 თვის ბავშვის ბოლო კვლევების პასუხები “კოვიდ19”-ზე უარყოფითია

სოფელ ყარაჯალარში ინფიცირებულმა 10 თვის ბავშვის ბოლო ტესტირებების შედეგები “კოვიდ19”-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ ჯურნალისტებს დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ჩვილი, რომელსაც “კოვიდ19” 16 ივლისს ლაბორატორიულად დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან კარანტინის სივრცეშია გადაყვანილი.

“სოფელ ყარაჯალარის დადასტურებულ შემთხვევას რაც შეეხება, ბავშვის მდგომარეობა კარგია, ბოლო ტესტირების შედეგი უარყოფითია. ბავშვი გამოწერილია საავადმყოფოდან და დედასთან ერთად იმყოფება კარანტინში. არცერთ კონტაქტში მყოფ პირს კორონავირუსული ინფექციის არსებობა არ დაუდასტურდა. ყარაჯალარში ეპიდსიტუაცია მშვიდია და კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ბოლო 24 საათში რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 217 ნიმუში გადაიგზავნა და ყველა მათგანზე ტესტირების შედეგი უარყოფითია.

კახეთის რეგიონში დღემდე ლუგარის ცენტრში 9274 ნიმუშია გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები