ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, დღეს დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი.

მათივე ინფორმაციით, შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი.

საგამოცდო პროცესი 6 ივლისს დაიწყო, საგამოცდო ცენტრები იყო გახსნილი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

გამოცდებისათვის დარეგისტრირებული იყო 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი; 3 600-ზე მეტი სტუდენტები;12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატები, ასევე 12 000 – მდე მასწავლებლობის მსურველები.

მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები