ვლადიმერ ბოჟაძე: 2004-2012 უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 2040 შემთხვევა იყო, ხოლო 2013-2019 წლებში – 1378 შემთხვევა

„ვიცი, არ უყვართ მაგათ წარსულსა და 2004-2012 წლებზე ლაპარაკი, მაგრამ მომავალი მაგათ არ აქვთ და, აბა, რაზე ველაპარაკო? რიცხვები და მხოლოდ მშრალი რიცხვები”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე და კრიმინალთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მისი თქმით, „გაქცეული პრეზიდენტი” და მისი „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს, სინამდვილეში მხოლოდ მათ პარტიულ ტელევიზიების მიერ კრიმინალის გაშუქების სიხშირე და ინტენსივობა გაიზარდა.

„ვიცი, არ უყვართ მაგათ წარსულსა და 2004-2012 წლებზე ლაპარაკი, მაგრამ მომავალი მაგათ არ აქვთ და, აბა, რაზე ველაპარაკო? რიცხვები და მხოლოდ მშრალი რიცხვები: 2006-2012 – რეგისტრირებული დანაშაული – დაახლოებით 300 ათასი, გახსნის მაჩვენებელი კი, დაახლოებით, 110 ათასი (36,6 %); 2013-2019 – რეგისტრირებული დანაშაული – დაახლოებით 300 ათასი. გახსნის მაჩვენებელი – 151 214 (50,4 %); 2006-2012 – 1517 განზრახ მკვლელობის შემთხვევა, 2012-2019 – 729 შემთხვევა; 2006-2012 – მკვლელობის მცდელობის 2134 შემთხვევა, 2013-2019 წწ – 821 შემთხვევა; 2006-2012 – ყაჩაღობის 6061 შემთხვევა, 2013-2019 – 2084 შემთხვევა; 2004-2012 – 2040 უგზო-უკვლოდ დაკარგული, 2013-2019 – 1378 შემთხვევა”, – დაწერა ვლადიმერ ბოჟაძემ და დასძინა, – “სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო საქართველოში ვიცხოვროთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები