მაწყვლათში, ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, შუახევის მერია ტენდერს გამოაცხადებს

სოფელ მაწყვალთის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის მერია, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მაწყვალთის ცენტრის კეთილომოწყობაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

პროექტი შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ დღეს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივებს შეხვედრის დროს გააცნო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა, ბეტონის საფარის დაგება, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოაჯირებისა და სველი წერტილის რეაბილიტაცია, სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩანჩატურის მშენებლობა, გარე განთების მონტაჟი, დეკორატიული სკამებისა და ურნების განთავსება.

,,ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ  ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ღია ფორმატის შეხვედრების დროს გამოიკვეთა და, ძირითადად  ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, მაქსიმალურად აგვესახა 2020 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია, თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს სოფლებში ინფრასტრუქტურა და ადგილობრივებს ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები. მიმდინარე წელს დაიწყება ასევე ტბეთისა და ბუთურაულის ცენტრების კეთილმოწყობა. პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ყველა სოფელს, სადაც ამის საჭიროებაა“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები