საბერძნეთში მესამე დღეა, ტყის ხანძარს ვერ აქრობენ

საბერძნეთში, კორინთთან ახლოს მდებარე ტყეში ხანძარს უკვე მესამე დღეა, ვერ აქრობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში 367 მეხანძრე და მოხალისე, ასევე, 4 ვერტმფრენია ჩართული.

ადგილობრივ სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის კერები რთულად მიუვალ ადგილებშია.

ხელისუფლებამ ტყესთან ახლოს მდებარე დასახლებული რაიონებიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა. აღინიშნება, რომ ცეცხლი სამხედრო ბანაკს უახლოვდება, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები