მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მეფუტკრე-ფერმერებს სემინარი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, ადგილობრივ მეფუტკრე-ფერმერებს სურსათის უვნებლობაზე, სკების რეგისტრაციაზე, ფუტკრის დაავადებებსა და დედა ფუტკრის ექსპორტზე სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კავკასიის მეფუტკრეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაუტარეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა სტუმრებს მუხურის მეფუტკრეობის ბაზა დაათვალიერებინეს და ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის სასელექციო სამუშაოები გააცნეს. ბაზაზე, ენდემური პოპულაციების შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა, ბაზაზე ფერმებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენებისა და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები