შუახევის მერი საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედა შუახევის მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღომასა და საყენდრიას მთებში გამართა, სადაც უჩამბის, ცინარეთის, წაბლანის სეზონურად მაცხოვრებლებს შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული – ,,შუამთობა“ მიულოცა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ესაუბრა. მოიალაღეებს ტკბილეული, პატარებს საჩუქრად ბურთები მიუტანა და მოულოდნელი სტუმრობით გაახარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. მოიალაღეებს სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. როგორც ადგილობრივები, ასევე, ტურისტები სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით.

“ძალიან საჭიროა ასეთი ტიპის შეხვედრები. ეს უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას, ჩვენი გეგმები გავაცნოთ მოსახლეობას და მოვისმინოთ ასევე მათი საჭიროებები. შევუქმნათ კარგი პირობები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, ავითვისოთ მთის რესურსები და გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტული თვალსაზრისით, რათა მთამ შეინარჩუნოს ძველი ტრადიციები და ჰყავდეს მეტი სტუმარი, განვითარდეს სამთო ტურიზმი“, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები