კელი დეგნანი: მივესალმებით საქართველოს მთავრობის გუშინდელ შეთავაზებას „ფრონტერასთან“ დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიესალმებიან „ფრონტერასთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გუშინდელ შეთავაზებას.

„მივესალმებით საქართველოს მთავრობის გუშინდელ შეთავაზებასა და განცხადებას, როგორც კარგ ნიშანს იმისა, რომ ღიაა ბიზნესთან საკომუნიკაციო არხი.

დავები ხდება. კოპანიებისთვის მნიშვნელოვანია, დასხდნენ მთავრობასთან და გადაჭრან დავები“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები