ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” შესახებ იმსჯელეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ახალგაზრდობის სააგენტოს რეფორმის ერთერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რეზო ჩარკვიანმა სააგენტოს რეფორმის აღნიშული მიმართულება განიხილეს.
ქვემო ქართლის რეგიონიდან დმანისი საპილოტე მუნიციპალიტეტია, სადაც ახალგაზრდების საჭიროებებზე დაფუძნებით პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. ადგილზე კი კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილში მუნიციპალიტეტის ახლაგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი, რომელთა გადამზადება სააგენტოს მიერ ოთხ ეტაპად ხორციელდება.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი, შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს ევროპული სტანდარტებით სამწლიანი რეფორმა აქვს შემუშავებული.
რეფორმის ფარგლებში, წელს შერჩეული 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონიდან დმანისს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები