მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული 38 კოვიდინფიცირებულიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

მისი თქმით, კლინიკამ რვა ახალი ინფიცირებული მიიღო.

„ჩვენთან ინფექციურ საავადმყოფოში იყო 30 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. შემოვიდა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ რვა ახალი დადასტურებულიდან ხუთი გახლავთ ლილოს ბაზრობის წყარო; ორი გაჩიანი და ერთი სამედიცინო პერსონალი. ინფექციური საავადმყოფოს 38 პაციენტში რჩებოდა ორი მძიმე პაციენტი და დაგვემატა გუშინდელი შემოსულიდან კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. თუმცა სამივე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება და სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები