გია ვოლსკი: ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს პოლიტიკური თამაშების სამიზნე

„ეს აბსურდია. ამ პოლიტიკური ფიგურების მესმის, რადგან არანაირი ყურადღება არსაიდან არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ მედიამ კითხვები დასვას”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” მოთხოვნას – შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომასთან დაკავშირებით.

„ეს აბსურდია. ამ პოლიტიკური ფიგურების მესმის, რადგან არანაირი ყურადღება არსაიდან არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ მედიამ კითხვები დასვას და პოლემიკა ატყდეს. ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი, საერთაშორისო სტატისტიკა და დაფასება გარეთ თუ შიგნით იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს ასეთი პოლიტიკური თამაშების სამიზნე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ წევრებმა დღეს ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები