ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტომ, დაწყებული სამწლიანი რეფორმის ერთერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, რეგიონული ტურნე გამართა და 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვია,

ბოლო, #11 შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილსა და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ მიმართულებით უკვე გადადგული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები, რომლებიც ადგილზე ახალგაზდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელადაა განსახორციელებელი.

სააგენტოს რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონიდან დმანისი ის საპილოტე მუნიციპალიტეტია, რომელშიც ახალგაზრდობის საჭიროებზე დაფუძნებით ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. ამ პროცესის კოორდინაციისა და აღსრულეის ნაწილში კი საპილოტე მუნიციპალიტეტების მათ შორის დმანისის ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშვე შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები, რომელთა გადამზადებას სააგენტო 4 ეტაპად ახორციელებს.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

ხსენებული რეფორმის ერთერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვია, დღეს ბოლო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები