რატი იონათამიშვილი: “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის საკითხი არ განხილულა
“ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის საკითხი არ განხილულა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია.
„დარწმუნებით მინდა, გითხრათ, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება. ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.