ლუკა კალანდია: ბრძოლას გავაგრძელებთ, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით ციხეში გაშვებას

“როცა მოსამართლე იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი 11 წლითა და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვას, სარკაზმია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ არის.

“მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ამ გადაწყვეტილებას ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ობიექტურად მოაზროვნე მოსამართლეები არიან. საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როცა მოსამართლე იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, უტიფრად ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი 11 წლითა და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვას, სარკაზმია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, არავინ  ვაპირებთ დანენებასა და გაჩერებას, არავის არ შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის  სჭირდება ზედმეტი ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები