ეკატერინე ტიკარაძე: სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩავერთვებით, როცა ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინის გამოყენება კვლევებისთვის დასაშვებია

“საქართველო სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება გარკვეული კვლევებისთვის დასაშვები იქნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაქცინასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩავერთოთ სოლიდარობის კვლევაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები