121 წლის ერნესტ ჰემინგუეი

1899 წლის 21 ივლისს ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი ერნესტ ჰემინგუეი დაიბადა.

1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა „მანიტუს სასამართლო“, რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა „ყველაფერი კანის ფერშია“, სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები.
1916 წლის ზაფხულში, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროდ, თავის მეგობრებთან ერთად.

ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის „დაკარგული თაობა“, ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, ცხოვრების მანძილზე კი მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის „მოხუცი და ზღვა“.
1961 წელს, 61 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები