ამირან სალუქვაძე: რატომ ნერვიულობთ “ქართული ოცნების” მაჟორიტარებზე? თუ ცუდი კანდიდატებია, გაჩუმდით 1-2 თვეს და მოუგეთ ოქტომბერში

“ახლა ვნახე საინფორმაციოები, გადავხედე “ფეისბუქს”. რატომ ნერვიულობთ “ქართული ოცნების” მაჟორიტარებზე? თუ ცუდი კანდიდატებია, გაჩუმდით 1-2 თვეს, არ გადაიფიქრონ და არ შეცვალონ და მოუგეთ ოქტომბერში”, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოლქების დიდ ნაწილს პირველ ტურში “ოცნება” მოიგებს.

“ახლა ვნახე საინფორმაციოები, გადავხედე “ფეისბუქს”. რატომ ნერვიულობთ “ქართული ოცნების” მაჟორიტარებზე? თუ ცუდი კანდიდატებია, გაჩუმდით 1-2 თვეს, არ გადაიფიქრონ და არ შეცვალონ და მოუგეთ ოქტომბერში.

ან რა შეფასებებია? ივანიშვილმა განახლება არ შემოგვთავაზა და ამიტომ უნდა უნდა შევცვალოთო? სასაცილოა. ოპოზიცია სხვის განახლებაზე რომ ილაპარაკებს, მესამე ათეული წელია, ლიდერები არ იცვლება.

ადრე დავწერე, იჩქარა ოპოზიციამ თბილისში კანდიდატების დასახელება-მეთქი. ხომ ნახეთ, როგორი პასუხი მიიღეთ და როგორი კანდიდატები დაგიყენეს?! პირველივე ტურში მოიგებენ თბილისის ყველა ოლქს.

დანარჩენი ოლქების დიდ ნაწილსაც პირველ ტურში მოიგებს “ოცნება”.

ერთმა არხმა გადმოსცა, “დღევანდელმა ყრილობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” სიძულვილის ენით აპირებს” რაღაცასო. მაგ დროს გადავრთე. მასეთი უაზრობები ბევრი ილაპარაკეთ და გორბის კვლევებსაც ვერ გაქაჩავთ.

თქვენი სახე კიდევ ერთხელ აჩვენეთ ჰაქინ.აზ-ის სტატიაზე ანტისახელმწიფოებრივი რეაქციითა და განცხადებებით”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები