პაატა იმნაძე: „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს
„ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს, რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, „თქვენი იქ ყოფნა ხომ არ მიანიშნებს თქვენს პოლიტიკურ სიმპათიაზე“, იმნაძემ ასე უპასუხა: „რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“.
მედიის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.
„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა.
ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი – ამირან გამყრელიძე და ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძეც ესწრებოდნენ.