საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სიჩქარის კონტროლის 4 ახალი სექცია აამოქმედა
2020 წლის 20 ივლისიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სიჩქარის კონტროლის 4 ახალი სექცია აამოქმედა:
1. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 14 კილომეტრიდან, სოფელი ჯაპანა-ნიგოითი (მიმართულება გრიგოლეთი). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).
2. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 19 კილომეტრიდან, სოფელი ნიგოითი-ჯაპანა (მიმართულება სამტრედია). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).
3. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 20 კილომეტრიდან, სოფელი ნიგოითი-ქ.ლანჩხუთი (მიმართულება გრიგოლეთი). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).
4. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 26 კილომეტრიდან, ქ.ლანჩხუთი-ნიგოითი (მიმართულება სამტრედია). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).
საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 (ოთხი) სექცია ამოქმედდა, შესაბამისად, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1008 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.